ესპანეთში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. კახა კუჭავა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას სიტყვით მიმართავს. ორმხრივი შეხვედრების დროს, მთავარი თემებია: ოკუპაციის ნეგატიურ შედეგები, დეოკუპაციის აუცილებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის ზრდა, ევროპული და ევროატლანატიკური ინტეგრაციია.
„კახა კუჭავა მიმართავს ასამბლეის წევრებს. ამ ვიზიტის ფარგლებში, ასამბლეის წევრები განიხილავენ დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პარლამენტის თავმჯდომარეც, თავის სიტყვაში, ამ საკითხზე გაამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას. კუჭავა ისაუბრებს პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, როგორც უმთავრეს გამოწვევაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირებისთვის. პარლამენტის თავჯდომარე ისაუბრებს ოკუპაციაზე, როგორც ჩვენს უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე. ოკუპაციას თან ახლავს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს ფუნქციონირებას, ადამიანის ცხოვრებას ხელს უშლის და ამ მიმართულებაზე გამახვილდება ყურადღება. კახა კუჭავა ასევე ისაუბრებს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გადადგას, რათა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაციაც, ყველამ, პასუხისმგებლიანი ჩართულობით, ნაბიჯებით, შეიტანოს ამ პროცესში წვლილი“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ლევან მახაშვილმა.