logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილმა იმდენად გააბოროტა „ნაცმოძრაობა“, რომ ვეღარ ხვდებიან, ხელისუფლებას ებრძვიან თუ საკუთარ საზოგადოებას
- +

30 ნოემბერი. 2021. 14:30

 

„ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილმა იმდენად გააბოროტა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ვეღარ ხვდებიან, ხელისუფლებას ებრძვიან თუ საკუთარ საზოგადოებას. ის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და დღესაც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლო დარბაზში, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტის დარბაზიდან და ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით და ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო. შედარებით გაწონასწორებული და არააგრესიული იმიჯი ნამდვილად უკეთესი ვარიანტია, მაგრამ ესეც თამაშის ნაწილია, რითაც სააკაშვილი ერთობა და ცდილობს, საზოგადოებას ამდაგვარად შეაჩეჩოს საკუთარი თავი. მიხეილ სააკაშვილი არ იცვლება, შესაბამისად არ შეიცვლება საზოგადოების მისდამი დამოკიდებულება და განწყობა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner