logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს NATO-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
- +

2 დეკემბერი. 2021. 12:06

 

 

ქალაქ რიგაში გამართულ NATO-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მადლობას უხდის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მადლობა სახელმწიფო მდივან ბლინკენს NATO-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის, იმისათვის, რომ ხაზი გაესვა საქართველოს საკითხს მაღალი დონის დღის წესრიგში და ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოებაში კონტექსტში, მათ შორის ავღანეთში განვითარებული მოვლენების დროს. მადლიერნი ვართ აშშ-ის მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევისთვის“, - ნათქვამია ზალკალიანის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner