logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი: ლომჯარია რომ წავა თანამდებობიდან, რით უნდა დაამახსოვრდეს საზოგადოებას მისი მჩქეფარე კარიერა? იმით, რომ თავგადაკლული ფანი იყო მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“?
- +

17 მაისი. 2022. 00:47

 

 

“ლომჯარია რომ წავა თანამდებობიდან, რით უნდა დაამახსოვრდეს საზოგადოებას მისი მგზნებარე, ძლევამოსილი და მჩქეფარე კარიერა? იმით, რომ თავგადაკლული ფანი იყო მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სხვა სახალხო დამცველებმა მეტნაკლებად დაამჩნიეს კვალი სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარებას.

 

„მახსოვს ბევრი სახალხო დამცველი. რამდენიმე მათგანი საქართველოს ისტორიაში შევიდა გაბედული ქმედებით, საზოგადოებისა და ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული გაბედული შეტყობინებებით. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ბატონი სოზარ სუბარი. ყველას ახსოვს, როგორ იდგა ადამიანის უფლებების სადარაჯოზე და როგორი პირუთვნელი დამცველი იყო ნებისმიერი ადამიანისა საქართველოში. მე მახსოვს სოზარ სუბარი, მახსოვს სხვა სახალხო დამცველები. მათაც მეტნაკლებად კვალი დაამჩნიეს ამ ინსტიტუტის განვითარებას. ქალბატონი ლომჯარია რომ წავა თანამდებობიდან, რით უნდა დაამახსოვრდეს საზოგადოებას მისი მგზნებარე, ძლევამოსილი და მჩქეფარე კარიერა? იმით, რომ თავგადაკლული ფანი იყო მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“?“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 

ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს.

 

მომხდარი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შეაფასა და აღნიშნა, რომ მომხდარი მისი მანდატის ფარგლებში არ ექცევა და ვერ შეაფასებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner