logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დღეს უკვე ნათელია, რომ კეზერაშვილი გახლდათ ის ადამიანი, ვინც პირდაპირ იყო ჩართული არალეგალური ფულით მედიისა და პოლიტიკის მართვაში
- +

2 ოქტომბერი. 2022. 21:26

 

გაეცა პასუხი კითხვებს თუ საიდან ფინანსდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები. დღეს უკვე ნათელია, რომ კეზერაშვილი გახლდათ ის ადამიანი, ვინც პირდაპირ ერეოდა პოლიტიკაში და პირდაპირ იყო ჩართული არალეგალური ფულით მედიისა და პოლიტიკის მართვაში, - ასე შეაფასა არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ სწორედ ამ დაფინანსებას უკავშირდება.

„რეალურად ახლა მიმდინარეობს კეზერაშვილის გაყოფის პროცესი. ეს არის შიდა ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ფულისა და ტელევიზიებისთვის“, - განაცხადა კეზერაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner