logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ამათთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ხელისუფლებაში შემოიჭრან
- +

6 ოქტომბერი. 2022. 01:32

 

 

„რუსეთის რესურსი უკრაინის გარდა კიდევ სხვა ქვეყანაში შეიჭრას, არ არსებობს, მაგრამ რუსეთის რესურსი იმისთვის, რომ საქართველოს დარტყმა მიაყენოს ისეთი, რომ ვეღარ გავსწორდებით წელში, ეს რესურსი ნამდვილად არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

 

მისი თქმით, ოპოზიციისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ხელისუფლებაში შეიჭრას.

 

„როდესაც ეს დიდი გლობალური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო შეიძლება ამ პროცესს ისე შეეწიროს, რომ მართალი იყოს თავისი პოზიციით, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა გზა, რასაც გონივრული პოლიტიკა ჰქვია. ჩვენ თუ პროდასავლური კურსი ავირჩიეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით, ჩვენ ეს გვჭირდება, იქ ვართ დაცულები.

 

ამათთვის [ოპოზიცია] ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ხელისუფლებაში შემოიჭრან. ბრალდებებში აიყოლიონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი და შემდეგ ყვავის ფრჩხილები მოხარშა თუ დათვის ქონი, მაგას არ აქვს უკვე მნიშვნელობა. ხელისუფლებაში მოსვლა არის მთავარი თემა “, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner