logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
- +

24 ნოემბერი. 2022. 20:12

მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცას შეხვდა

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კავშირების შემდგომ გამყარებასა და გაღრმავებას.

ასევე აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებაში გამოიხატა.

ამასთან, ხაზი გაესვა ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობას, მათ შორის, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციების, ისე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში. აღინიშნა ამ მიმართულებით ურთიერთგამოცდილების გაზიარების და კოორდინაციის მნიშვნელობა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობის არსებულ დღის წესრიგსა და მისი გაღრმავების შესაძლებლობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე და ამ მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა ახლო მომავალში ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სატრანსპორტო-ტრანზიტული მარშრუტების ეფექტიანი გამოყენების კუთხით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner