logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: 2 გვამის პარტიამ რა მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე უნდა ისაუბროს, გარდა იმისა, რომ ფინანსები სჭირდებათ
- +

1 დეკემბერი. 2022. 01:43

 

ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაიყვეს ბიუჯეტიდან წაღებული კეზერაშვილის მილიონები და სააკაშვილის მილიონები, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

აქაც ერთი სეგმენტი ხომ აღარ არის, დაჭამეს ერთმანეთი მუშტი-კრივზე არიან გადასულები. 2 გვამის პარტიამ რა მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე უნდა ისაუბროს, გარდა იმისა, რომ ფინანსები სჭირდებათ. ისინი არიან გადასულები მხოლოდ იმაზე, როგორ მოიხვეჭონ ის ფინანსები, რაც საქართველოდან არის წასული და ისევ დაიბრუნონ ის მატერიალურ-სახელმწიფოებრივი მდგომარეობა, რაც ჰქონდათ წლების განმავლობაში და ამის დასტურია ის, რომ იმ ქვეყანამ, რომელმაც მათი ხელშეწყობით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% წაიღო, ამ ქვეყანას გადასცეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები. 2024 წელს ჩატარდება საქართველოში არჩევნები და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი უკვე არის ძალიან დაბალი. არანაირის შანსი ხელისუფლებაში მოსვლის მათ არ აქვთ. საზოგადოება ამას არ დაუშვებს“, - განაცხადა ბარამიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner