logo_geo
eng_logo
ფილიპ რიკერი: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებასა და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში
- +

1 დეკემბერი. 2022. 11:04

 

 

 

„გასულ წელსაც ვიმყოფებოდი აქ და მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მეზობელ ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი შეგვესრულებინა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებასა და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში“, - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა, ელჩმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.

 

რიკერის თქმით, იგი მოხარულია, რომ კვლავ ჰქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან რეგიონული საკითხების განსახილველად.

 

„მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და ურთიერთ-დაკავშირებადებისთვის. გასულ წელსაც ვიმყოფებოდი აქ და მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მეზობელ ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი შეგვესრულებინა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებასა და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში.

 

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდაჭერის გზით საქართველო აგრძელებს რეგიონული უსაფრთხოების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანასა და მახარებს პრემიერ-მინისტრთან კვლავ შეხვედრა რეგიონული საკითხების განსახილველად“, - განაცხადა რიკერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner