logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: მხოლოდ საქართველოს მზაობა არ იქნება საკმარისი, ამისთვის მზად უნდა იყოს თავად ევროკავშირი, რათა ეს არ იყოს იმდაგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ჩვენ უკვე ვიხილეთ
- +

3 თებერვალი. 2023. 15:15

 

 

"მხოლოდ საქართველოს მზაობა არ იქნება საკმარისი, ამისთვის მზად უნდა იყოს თავად ევროკავშირი, რათა ეს არ იყოს იმდაგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ჩვენ უკვე ვიხილეთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

იგი ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშის შედეგებს გამოეხმაურა.

 

„თავად ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველო ლიდერია. ის 12 ქულით უსწრებს მოლდოვას შეფასებით ნაწილში და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება უკრაინას და ესეც ალბათ, გასაგებია.

 

ანგარიში არის დასტური იმისა, რომ საქართველო მზადაა, სტატუსი მოიპოვოს, თუმცა მხოლოდ საქართველოს მზაობა არ იქნება საკმარისი, ამისთვის მზად უნდა იყოს თავად ევროკავშირი, რათა ეს არ იყოს იმდაგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ საქართველოს დაუმსახურებლად ბოლო ადგილი მიანიჭეს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner