logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ სააკაშვილის გარემოცვას რეალურად არ აინტერესებს მისი ჯანმრთელობა
- +

3 თებერვალი. 2023. 15:46

 

 

"რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ სააკაშვილის გარემოცვას რეალურად არ აინტერესებს მისი ჯანმრთელობა - ისინი დაკავებული არიან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხაზის განვითარებით", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ანომალიაა, როდესაც ერთის მხრივ ამტკიცებენ, რომ ადამიანს სჭირდება ექიმები, მეტი სამედიცინო რესურსის ჩართვა და ამ დროს რეალურად, მეტ ფულს, მეტ დროსა და ენერგიას ხარჯავენ ლობისტების, კომუნიკაციისა და რეკლამის ექსპერტებზე - რა თქმა უნდა, ეს ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის მიუთითებს, რომ ამის უკან დგას ძალიან დიდი ტყუილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner