logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: ოპოზიციამ ანერვიულა მოსახლეობა
- +

7 აპრილი. 2016. 16:03




„გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საქართველო სომხეთზე გატარებული გაზისთვის ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს, კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ. მისი განცხადებით, საზოგადოებაში არსებული ვნებათაღელვა „გაზპრომის" საკითხზე ოპოზიციის მიერ იყო პროვოცირებული.



ოპოზიციამ ანერვიულა მოსახლეობა იმიტომ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს არასდროს არ უთქვამს და არ გამოუთქვამს ეჭვი ამასთან დაკავშირებით. იგი ყოველთვის საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნა რუსული მხარიდან იყო ასეთი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ დარჩეს ძველი მოდელი. ბატონი კახის სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად გაართვეს მოლაპარაკებებს თავი", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძე.





 

right_banner
არქივი
right_banner