logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას
- +

6 ნოემბერი. 2019. 00:03


ბიზნესმენ ლევან ვასაძე აცხადებს, რომ  ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა და მოქალაქეებს ამ ჩვენების ხელის შეშლისკენ მოუწოდებს.

 

„არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება არცერთ ამ 6 კინოთეატრში ამ სამი დღის განმავლობაში ზუსტად ისე, როგორც გასულ წელს ე.წ პრაიდი აღვკვეთეთ. ყველას ვინც შეურაცხყოფილნი ხართ იმით, რაც გასულ კვირას აკადრეს ჩენს პატრიარქს, მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ. ეს ერთი და იგივე პროცესია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესის ნგრევის,“ - განაცხადა ვასაძემ.

 

ლევან ვასაძე ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებს 8 ნოემბერს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს.

 

„პარასკევს, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე ვერის ბაღში დავდგეთ ერთად ეკლესიისა და ქვეყნის სადარჯოზე. ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. ჩვენ გავწევთ პოლიციის კორდონებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. მოვუწოდებთ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner