logo_geo
eng_logo
საქართველოს დღეს სწრაფი ტესტები ექნება
- +

25 მარტი. 2020. 10:08

 

 

სწრაფი ტესტების ნაწილი დღეს საქართველოში იქნება. თავდაპირველად მას ბოლნისსა და მარნეულში გამოიყენებენ - ძირითადად მედპერსონალსა და რისკჯგუფში შემავალ ადამიანებზე. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია ათას ტესტზე, რომელიც საჩუქარია.

 

 

მეორე ტიპის სწრაფ ტესტებს ქვეყანაში უკვე კვირის ბოლოს ელოდებიან. საერთო ჯამში დაგეგმილია ჩინეთიდან 200 ათასზე მეტი ტესტის ტრანსპორტირება.

 

 

"რაოდენობა, ჯერჯერობით, რასაც ჩვენ ველოდებით, არის შედარებით მცირე, თუმცა ეტაპობრივად, დამატებითი რაოდენობები, 5 ათასი და შემდეგ 8 ათასი ქვეყანაში ჩამოვა აპრილის ბოლომდე. სრული რაოდენობა, რომელიც შევუკვეთეთ, დაახლოებით 200 ათასამდე ტესტია. ამის მიხედვით არის განახლებული ალგორითმი, რომელსაც ჩვენ უკვე დავამტკიცებთ ამ კვირაში, იმისთვის რომ ტესტირება გადაეწყოს შესაბამისად, სწრაფი ტესტირების მოდელზე," - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სწრაფი ტესტების მნიშვნელობაზე საუბრობს. სპეციალისტები სწრაფ ტესტებს ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

 

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არ იფეთქოს მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მეოთხეული გადაცემის ფაქტის გამო პაციენტს ჰქონდა 1700-მდე კონტაქტი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს გამოკვლეული. დიაგნოზის დაგვიანებაც მნიშვნელოვანი საფრთხის მატარებელია," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner