logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული
- +

18 სექტემბერი. 2020. 16:09

 

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის პირველადი მოკვლევის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.

 

17 სექტემბერს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ.

 

ამასთანავე, „საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ „საქართველოს რკინიგზაა“, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს „საქართველოს რკინიგზის“ კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება.

 

რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზის“ კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული „საქართველოს რკინიგზის“ სამედიცინო სამსახური“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner