logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაურმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
- +

27 სექტემბერი. 2020. 12:14

 

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან ერთად სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ.

 

წელს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

 

სოხუმისთვის ბრძოლა კი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქალაქის დაცემით დასრულდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner