logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანი : მივესალმებით ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან
- +

27 სექტემბერი. 2020. 12:23

 

 

 

მივესალმებით ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან, რაც საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოს შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, – ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხს.

 

„მივესალმებით ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან, რაც არის საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოს შესაბამისი უწყებების ერთობლივი უდიდესი ძალისხმევის შედეგი. კვლავ რჩება ჩვენი ორი მოქალაქე ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ რომ განვახორციელოთ შესაბამისი ქმედებები, იქნება ცხელი ხაზის გამოყენებით, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით თუ წითელი ჯვრის მეშვეობით, რათა მათ მიეცეთ უფრო ხშირი უფლება, აკონტროლონ უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე უფლებები. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე მოხდება მათი გათავისუფლება და ეს ძალისხმევაც გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner