logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ეს არის „ნაცმოძრაობის" სტილში განხორციელებული ვანდალური აქტი
- +

27 სექტემბერი. 2020. 21:21

 

„ნაციონალური მოძრაობა" თავის სტილში აგრძელებს პროვოკაციურ კრიმინალურ ქმედებებს“ - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

 

მათიკაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების" მხარდამჭერები „ნაცმოძრაობის" აქტივისტების პროვოკაციულ ქმედებებს გაერიდნენ.

 

 „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე მმართველი პარტიის ოფისთან მივიდნენ და სწორედ იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის მხარდამჭერები აკრავდნენ პლაკატებს, რა დროსაც მოხდა პროვოკაცია „ნაცმოძრაობის" მხრიდან, თუმცა ამ პროვოკაციას ხელი შეუშალა რამდენიმე პირმა. აქტივისტები არ წამოეგნენ ამ პროვოკაციას. შემდეგ იქვე ჩაიხანასთან იყო მეორე მცდელობა, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ისევ უშედეგოდ. უკვე ამის შემდეგ, მესამედ, „ქართული ოცნების" ოფისთან 25-30 კაციანი ჯგუფის ორგანიზება მოახდინა „ნაცმოძრაბამ". ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიულად განწყობილი მივიდნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას რომ რეაგირება არ მოჰყვა, გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე. მოხდა ჩხუბი, დაზარალდნენ „ონცების" აქტივისტები, რომლებიც გადაყვანილები არიან კლინიკაში. ვიმეორებ, ეს არის „ნაცმოძრაობის" სტილი. სამართალდმცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner