logo_geo
eng_logo
ლალი ტურძელაძე: 15 წლის ინფიცირებული გოგონა გვყავს მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულად მძიმედ ითვლება
- +

17 ოქტომბერი. 2020. 00:29

 

 

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული 100-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 11 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათ შორისაა 15 წლის მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

 

„დღეის მდგომარეობით გვყავს 99 ინფიცირებული პაციენტი, აქედან 11 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 4 კი ინტენსიურში. 70 პაციენტი არის საშუალო სიმძიმის, აქედან 2 ჩვილია. ერთი 15 წლის გოგონა გვყავს მძიმე შემთხვევით, სუნთქვის აპარატზეა. კრიტიკულად მძიმე პაციენტად ითვლება" – განაცხადა „ფორტუნასთან" საუბრისას ლალი ტურძელაძემ.

 

პირველწყარო: „ფორტუნა“

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner