logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი: ხელი უნდა შევუწყოთ როგორც მოქმედი საწარმოების გაძლიერებას
- +

23 ოქტომბერი. 2020. 22:08

 

 

ხელი უნდა შევუწყოთ როგორც მოქმედი საწარმოების გაძლიერებას, ასევე ახალ საწარმოებს, რადგან მათი განვითარება ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია

 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისური ბრენდის "ლევანტოს“ ფეხსაცმლის მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ესტუმრა, რომელიც 2004 წელს შეიქმნა და დღესდღეობით ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ქვეყნის ბაზარზე.

 

მერობის კანდიდატმა საწარმოს პერსონალს საარჩევნო პროგრამა და ის პრიორიტეტები გააცნო, რომლის წამოწევასაც მერად არჩევის შემთხვევაში აპირებს, მათ შორის ქუთაისში ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით.

 

"ლევანტოს" და მისი მსგავსი საწარმოების ფუნქციონირება, რომელსაც თავისი ნიშა უჭირავთ ქართულ ბაზარზე და ქმნიან ქუთაისურ ბრენდს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. ხელი უნდა შევუწყოთ ახალ საწარმოებს, რომლებიც ახლა იწყებენ ფეხის მოკიდებას ბიზნესის სამყაროში, ვინაიდან მათი განვითარება ჩვენი ქალაქის წარმატებას და კეთილდღეობას ნიშნავს", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner