logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კვლავ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მეორე ტურის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება
- +

21 ნოემბერი. 2020. 17:43

 

 

“კიდევ რჩება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე რამდენიმე საათი და თითოეული მხარდამჭერის აქტივობა ძალიან მნიშვნელოვან”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მდინარაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

 

„ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩვენ მხარდამჭერს, რომლიც ამ რთული სიტუაციის მიუხედავად მიდიან საარჩევნო უბნებთან. რთულ სიტუაციაში ვგულისხმობ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობას, თუმცა, ამ მხრივ რისკები მინიმუმამდეა დასული. ამისთვის ცესკოს მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან კარგი ადმინისტრირებაა. პანდემიასთან დაკავშირებული რისკები მაქსიმალურადაა შემცირებული. კვლავ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, კიდევ რჩება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე რამდენიმე საათი და თითოეული მხარდამჭერის აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner