logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რა კრიტერიუმების საფუძველზე დაწესდა შეზღუდვები ამა თუ იმ ქალაქში
- +

26 ნოემბერი. 2020. 16:04

 

 

„მნიშვნელოვანია იმის განმარტება, თუ რას ემყარებოდა ის გადაწყვეტილებები, რაც ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა საბჭოს. ჩვენ გამოვიყენეთ მრავალი ცვლადი, რათა განგვესაზღვრა, თუ რომელ ქალაქებში უნდა დაწესებულიყო შეზღუდვები“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანია იმის განმარტება, თუ რას ემყარებოდა ის გადაწყვეტილებები, რაც ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა საბჭოს. ჩვენ გამოვიყენეთ მრავალი ცვლადი, რათა განგვესაზღვრა, თუ რომელ ქალაქებში უნდა დაწესებულიყო შეზღუდვები. ეს არის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, კლინიკებისა და სასტუმროების საწოლფონდი და რეზერვი, ოჯახის ექიმების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ოჯახების სულადობა, ბიზნესის აქტივობა და ასაკობრივი ზღვარი. ამ კომპონენტების საფუძველზე მივიღეთ გადაწვეტილება, თუ რომელ ქალაქებზე გავრცელდა შეზღუდვები. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ამ სიაში ასევე მოხვდა ქალაქები, რომლებიც ახლა არ არიან კრიტიკულ ზღვარზე. ჩვენ გვქონდა 5-ბალიანი სისტემა. 1-2-ბალიან კატეგორიაში მოხვდა აჭარა, სადაც ჩვენ გვაქვს საწოლფონდის საუკეთესო გადანაწილება და იქ ინფექციის გამტარობა დღემდე კარგად ხორციელდება. შემდეგი იყო თბილისი, გურია და იმერეთი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში შეზღუდვები ზაფხულში მიღებული გამოცდილების საფუძველზე დაწესდა. მაგალითად, ბათუმი იყო მწვანე ქალაქი, მაგრამ მოხდა ინფექციის მიგრაცია. ასევე გავითვალისწინეთ ევროპის გამოცდილება, სადაც იტალიურ ზამთრის კურორტებზე მოხდა ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner