logo_geo
eng_logo
ოთარ ჩალათაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

28 ნოემბერი. 2020. 12:40

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ოთარ ჩალათაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ეპიდემიოლოგების განმარტებით, ჩალათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ის სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადის.

 

საჯარო მოხელესთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

 

ბოლო რამდენიმე კვირაში, კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 3,430 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner