დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.
„COVID-19 ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, 18 იანვრიდან ინგლისში მგზავრობის წესებში ცვილილება შედის: გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა საერთაშორისო მოგზაური, ბრიტანეთის მოქალაქეების ჩათვლით, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID-19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათის ფარგლებში იქნა ჩატარებული.
ახალი რეგულაციის გაუთვალისწინებლობის და ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში, მგზავრს დაეკისრება ჯარიმა - £500;
ყველა მგზავრი ვალდებულია, ჩამოსვლის შემდეგ გადავიდეს 10 დღიან თვითიზოლაციაში", - ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.
https://report.ge/society/did-britanetshi-sakartvelos-saelcho-gantskhadebas-avrtselebs/