logo_geo
eng_logo
სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა არ ჩატარდება
- +

19 იანვარი. 2021. 12:44

 

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძარში ღვთისმსახურებას ჩასატარებლად საქართველოს პატრიარქი იმყოფება. წირვის შემდეგ ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს.

 

დღეს სამების ტაძარში პანდემიის გამო საყოველთაო ნათლობა არ ჩატარდება. უახლოეს მომავალში დასახელდება თარიღი, თუ როდის იქნება შესაძლებელი ტრადიციული რიტუალის ჩატარება.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს არ ტარდება ზღვაში შევლის რიტუალი, რომელიც აჭარაში ტრადიციულად, ნათლისღების ღამეს იმართებოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner