logo_geo
eng_logo
თურქეთის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ტექნიკური ხელსაწყოები გადასცა
- +

24 იანვარი. 2021. 10:19

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

 

„ცერემონიის ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. ტექნიკური საშუალებები საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ წინაშე დასმული დავალებების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner