logo_geo
eng_logo
საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით პრაღაში ბიზნეს ფორუმი გაიმართება
- +

24 თებერვალი. 2021. 23:59

 

 

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატა, საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით 2021 წლის განმავლობაში ღონისძიებებს გამართავს. პირველი მასშტაბური ღონისძიება - ბიზნეს ფორუმი მიმდინარე წლის მაისში, პრაღაში იგეგმება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყებუს ცნობითვე, ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 2021 წლის 10 თებერვალს საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატა დაარსდა, რომელსაც უხელმძღვანელებს ჩეხი ბიზნესმენი დანიელ მაჰოვსკი, ვიცე-პრეზიდენტი კი მეწარმე ვაჟა კიკნაველიძეა. პალატის პარტნიორი ორგანიზაცია ქართული მხრიდან, საქართველოს ბიზნეს საბჭოა.

 

„სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობაში არჩეული პირები წარმატებული ბიზნესმენები არიან, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვით და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ჩეხეთში იმპორტით“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

უწყების ცნობით, საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის მიზანია საქართველოსა და ჩეხეთის კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება. ასევე, ორ ქვეყანას შორის აკადემიურ სფეროში ურთერთქმედება და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

 

„ჩეხეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. ინვესტიციების ძირითადი წილი ენერგეტიკის სფეროზე მოდის. ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო რამდენიმე მსხვილი პროექტი ტურიზმის სფეროში. ასევე მზარდია ჩეხეთიდან საქართველოში ტურიზმის დინამიკა“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner