logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების კიდევ შემსუბუქება
- +

27 თებერვალი. 2021. 15:19

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით მეტი შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება.

 

როგორც გამყრელიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უნდა დააკვირდნენ, რა შედეგი ექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით უკვე მოხსნილ შეზღუდვებს.

 

„ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, სერიოზული შემსუბუქება გამოცხადდა, ამიტომ 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. ეს შეზღუდვები რა სტიმულს მისცემს ინფექციის გავრცელებას. ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქება. ხვალ და ზეგ ეს არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner