logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კარვების ქალაქი და დესტრუქციის ასეთი ხარისხი საქართველოს არ სჭირდება
- +

27 თებერვალი. 2021. 17:05

 

სჭირდება კი საქართველოს დესტრუქციის ისეთი მასშტაბი, რომელიც მას დაანგრევს საბოლოოდ და ჩააგდებს ამ ოკუპანტი ძალის გავლენის ქვეშ, უფრო მეტად დაუქვემდებარებს იმ დესტრუქციულ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს. სჭირდება კი ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ერთადერთი პრაქტიკულად დასაყრდენი ძალა ამიერკავკასიაში, იყოს შერყეული. კარვების ქალაქი და დესტრუქციის ასეთი ხარისხი საქართველოს არ სჭირდება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის წინ კარვების გაშლის შესახებ საუბრისას.

 

საზოგადოება გაცილებით უფრო საღ პასუხებს იძლევა, ვიდრე ეს მითითებები, რაც ოპოზიციის გარკვეული ძალებიდან მოდის. თუკი ვინმე ამას ეწინააღმდეგება, საწინააღმდეგო კომენტარები და განცხადებები საღი გონებით არის გაკეთებული, თუმცა იცით, რომ ჩემი პოლიტიკური სიმპატიები ნამდვილად არ არის მიმართული რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, თუნდაც მათ მიმართ, ვინც ერთმანეთს აგინებს, რადგან ეს გინებაც საკმაოდ ბევრი იყო სულ ახლახან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner