logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: კერძო სასწავლებელში სწავლა დაკავშირებულია საფასურის გადახდასთან, ეს აქსიომატური დებულებაა და გასაგებია ყველასთვის
- +

1 მარტი. 2021. 14:37

 

 

„კერძო სასწავლებელში სწავლა დაკავშირებულია საფასურის გადახდასთან, ეს აქსიომატური დებულებაა და გასაგებია ყველასთვის“,- ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველძემ, ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, კერძო სკოლას ენიჭება უფლებამოსილება სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე მოსწავლეს სტატუსი შეიწყვიტოს.

 

კითხვაზე, როგორ შეძლებს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლე განათლების მიღებას სხვა სასწავლო დაწესებულებაში, სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, განათლების სამინისტროს ექნება ვალდებულება, რომ მოსწავლისთვის საჯარო სკოლაში განათლების მიღება უზრუნველყოს.

 

„რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რა შინაარსის არის ის კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია, მისი არსი არის ასეთი, იმ შემთხვევაში, თუკი საფასურის გადაუხდელობა შეიძლება ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდეს, ეს არ უნდა მოხდეს ისეთ დროს, როცა მოსწავლეს შეიძლება წაერთვას განათლებაზე უფლება და ამის რეალიზების შესაძლებლობა, ამიტომ აღებულია პერიოდი სემესტრებს შორის იმისთვის, რომ არ მოხდეს წყვეტა სასწავლო პროცესში.

 

სამინისტროს ვალდებულება ეკისრება პირდაპირ, რომ უზრუნველყოს კონკრეტული მოსწავლის გადაყვანა საჯარო სკოლაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს განათლების სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner