logo_geo
eng_logo
დაბა ქსნის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრები და ბრალდებული დაშავდნენ
- +

1 მარტი. 2021. 19:50

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაბა ქსნის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრები და ბრალდებული მსუბუქად დაშავდნენ.

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებს N10 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავდათ ბრალდებული პირი, რა დროსაც დაბა ქსნის ტერიტორიაზე ესკოტირების მანქანის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს. ესკორტის ოფიცრებმა და პატიმარმა მიიღეს მსუბუქი დაზიანებები (ნაკაწრების სახით). მოცემული პირებს ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმების კონსულტაცია გაეწიათ და ექიმების დასკვნით, ისინი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ, თუმცა პრევენციის მიზნით პატიმარი გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ მოხდება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner