logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის
- +

2 მარტი. 2021. 12:57

 

„დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ​ ისაუბრა რითაც პასუხი გასცა ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა დაპირისპირება ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან.

 

„SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19-ს. აი, ეს დაპირისპირება არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი უკვე წელიწადი და ერთი თვეა. ხან მე ვჯაბნი მას და ვჯობნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე, სექტემბრის მეორე ნახევრიდან. დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო ისევ ჩემი უპირატესობა ამ ბრძოლაში და დღესაც ისევ მე ვჯობნი მას. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა, კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/189516/amiran-gamkrelidze-dapirispireba-arsebobs-chemsa-da-ert-subieqts-shoris

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner