logo_geo
eng_logo
მალხაზ თორიამ 11 შვილის დედას დედის დღე მიულოცა
- +

3 მარტი. 2021. 11:26

 

 

11 შვილის დედას ნანა ლაგვილავას, დედის დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, მოადგილესთან ნონო ვიბლიანთან ერთად დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

 

„მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას უზრდით 11 შვილს, ეს ნამდვილად გმირობაა, თქვენ ხართ მისაბაძი დედა. ყოველდღიური სირთულეები და გამოწვევები გექნებათ და მიუხედავად ამისა, თქვენ ჩვენს ქვეყანას უზრდით ღირსეულ შვილებს, აძლევთ მათ განათლებას. მიხარია, რომ თქვენი შვილები ამდენი მედლის, თასის, დიპლომის მფლობელები არიან, ეს ყოველივე მათ ნიჭიერებასთან ერთად, ხაზს თქვენს შრომას და თავდადებას უსვამს. მადლობა ამისთვის თქვენ, ქალბატონო ნანა და თქვენს მეუღლეს. მადლობა, რომ თეკლას, ქრისტინეს, ეკატერინეს, ქეთევანის, ანასტასიას, სიდონიას, ელისაბედის, მაიას, გრიგოლის, გიორგის და გაბრიელის დედა ხართ“ - განაცხადა მრავალშვილიან დედასთან საუბარში მალხაზ თორიამ.

 

ბეჭვაიების თერთმეტივე შვილი ჭადრაკს თამაშობს. მათ სხვადასხვა შეჯიბრებებსა და საერთაშორისო ტურნირებში 200-ზე მეტი მედალი და 100-მეტი თასი აქვთ მოპოვებული.

 

ბეჭვაიების 11 შვილიდან ყველაზე პატარა 8 წლის, ყველაზე დიდი კი 26 წლისაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner