logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილმა დედის დღე ზღვისუბანში მცხოვრებ ოჯახს მიულოცა
- +

3 მარტი. 2021. 15:06

 

საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი, ზღვისუბანში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ ოჯახს პირადად ესტუმრა, დედის დღე მიულოცა და პირველადი მოხმარების საგნებისა და სამედიცინო პროდუქციის შესაძენად ვაუჩერები გადასცა.

 

,,მიმაჩნია, რომ 3 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან დედობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

 

ჩემი საქმიანობის ყველა ეტაპზე, ჩემთვის პრიორიტეტული იყო სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ქალების და დედების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების, ასევე მათი საქმიანობისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისკენ.”-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner