logo_geo
eng_logo
დეკანოზი შალვა კეკელია: ყოველ კვირა ტელევიზიები აკეთებთ ცუდ გადაცემებს ეკლესიაზე, ხალხს უჩენთ უნდობლობას ეკლესიის მიმართ
- +

9 აპრილი. 2021. 12:39

 

 

დეკანოზი შალვა კეკელია მიიჩნევს, რომ საზოგადოების და ტელევიზიების ნაწილი მიზანმიმართულად ცდილობს ხალხი ეკლესიის წინააღმდეგ განაწყოს.

 

„ორი თვის ბავშვია გარდაცვლილი. მისი პანაშვიდიდან მოვდივარ. პანაშვიდი გადავუხადე ორი თვის ბავშვს. და დღეს თქვენ, იცით, რას აკეთებთ?! მშობლები გვენდობიან სასულიერო პირებს.

 

დღეს ყოველ კვირა ტელევიზიები აკეთებთ ცუდ გადაცემებს ეკლესიაზე. იცით, ამით რას ბადებთ? ხალხს უჩენთ უნდობლობას ეკლესიის მიმართ.

 

ეს ყველაფერი ემსახურება ერის გარყვნას“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია, რომელიც დღეს ევროპის მოედანზე საზოგადოების მიერ დაგეგმილ შეკრებას უერთდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner