logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება
- +

16 აპრილი. 2021. 15:17

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროცესში ჩაერთვება პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე.

 

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება 9 აპრილს საპარლამენტო ტრიბუნიდან მის მიერ გაჟღერებული ინიციატივის მყისიერ განხორციელებას. ასეთ მომენტებში მთავრობის მიერ მნიშვნელოვანია ყველა ინიციატივა იყოს მოსმენილი და მიეცეს მას მსვლელობა. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე სრულად იქნება ჩართული ამ პროცესებში“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

 

მთავრობის ინიციატივით კომპანია „ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა, „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.

 

საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანიზაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „მწვანეები“, „განახლებადი ენერგიების ასოციაცია“ და სხვ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner