logo_geo
eng_logo
„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია დღეს დაიწყება
- +

16 აპრილი. 2021. 17:07

 

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს, 16 აპრილს დაიწყება. იმუნიზაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს:

 

თბილისი: ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და „ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა“.

 

ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.

 

ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

 

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

 

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი იხილეთ ამ ბმულზე.

 

რეგისტრაციის ინსტრუქცია ნახეთ აქ.

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

 

„ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/197399/paizeris-vaqtsinis-meore-dozis-misagebad-registratsia-dges-daitskeba

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner