logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ფართო მასშტაბის ლოკდაუნზე საუბარი არ არის
- +

20 აპრილი. 2021. 16:10

 

„ფართო მასშტაბის ლოკდაუნზე საუბარი არ არის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

„დღეს მთავარი რჩება ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც გვაქვს. საბჭო მსჯელობს ბიზნეს გარემოში შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია და ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ღონისძიებების რეგულირებაზე. სხვა დამატებით შეზღუდვების ბრძანებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მისი თქმით, მობილობის შეზღუდვა მთავარი ბერკეტია.

 

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ იქნება აგრესიული მატების შემთხვევები, შესაძლებელია ისევ დადგეს საკითხი გარკვეული ადგილობრივი ლოკალური შეზღუდვების. ვიცით, რომ აქამდეც იყო იმ კერებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია შემთხვევების გავრცელება. ფართომასშტაბის ლოკდაუნზე საუბარი არ არის“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner