logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას
- +

18 ივნისი. 2021. 20:43

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

“ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან. ჩვენ ვაფასებთ მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას საქართველოს საჭიროებებზე და აქტიურ ჩართულობას პანდემიის პერიოდში. განვიხილეთ ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ასევე საქართველოში რეფორმების პროცესი და ჩვენი მიზნები პანდემიის შემდგომ პერიოდში“-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner