logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი მისი ქონების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ზღაპრები შეთხზეს და ახალი ჟურნალისტური სტანდარტი დადეს
- +

20 ივნისი. 2021. 12:52

 

 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ, მისი ქონების შესახებ მომზადებული სიუჟეტით გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ წერს.

 

„არ ვიცი, რამდენად არის მაღალი საჯარო ინტერესი ჩემ შესახებ ერთ-ერთ ტელეარხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, მაგრამ თავს ვალდებულად მივიჩნევ, პასუხის გავცე იმ სიცრუეს, რომლის ტირაჟირებაც ხდება უსირცხვილოდ:

 

ტყუილი #1:

 

თითქოს, ვფლობ რამდენიმე ძვირადღირებულ ბინას, რომლებიც გაფორმებულია სხვის სახელზე. ერთი ბინა, რომელიც ნაჩვენებია სიუჟეტში, ეკუთვნის მშობლებს, რომელიც შეძენილია 2005 წლამდე, მაშინ როდესაც ვიყავი სტუდენტი (შეძენა ფიქსირდება შესაბამისი ამონაწერით). ცხადია, სტუდენტობის დროს, მე ვერ შევიძენდი ბინას და ვერ გავაფორმებდი სხვის სახელზე. მეორე ბინა, რომელიც ასევე ნაჩვენებია სიუჟეტში, არის ჩემი ძმის მფლობელობაში (შეძენილი ჩემი მინისტრად დანიშვნამდე 6-7 წლით ადრე), სადაც ის ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და ცხადია, ყველასთვის ცნობილია ეს ფაქტი, გარდა - „მთავარი არხისა“.

 

ტყუილი #2:

 

თითქოს, ქონებრივ დეკლარაციაში არ ხდება ინფორმაციის სრულყოფილად მითითება. არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, გასულ წლებში არაერთხელ მომხდარა ქონებრივი დეკლარაციის დეტალური შესწავლა ფინანსთა მინისტრის მოადგილეებისა და მათ შორის - ჩემი დეკლარაციის. შესწავლის შედეგად, არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა. ასევე, არ გამოვლენილა არასწორი ინფორმაციის წარდგენის ფაქტი.

 

ტყუილი #3:

 

თითქოს ჩემი მამა ამჟამად იკავებს რამე თანამდებობას ფონდ „ქართუში“, რაც არის ტყუილი. ამჟამად, მას არანაირი შეხება არ აქვს ფონდ „ქართუსთან“.

 

ტყუილი #4:

 

თითქოს, ჩემს თანამდებობას რამენაირად უკავშირდება ჩემი ძმისა და მისი მეუღლის დასაქმება. ჩემი ძმა ამჟამინდელ თანამდებობაზე უცვლელად მუშაობს უკვე ბოლო 8 წლის განმავლობაში, კერძო კომპანიაში და ჩემი ძმის მეუღლე ნამდვილად მუშაობს სამხარაულის ბიუროში ბოლო 10 წლის განმავლობაში (ექსპერტის თანამდებობაზე უცვლელად), იმ დროიდან როდესაც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“.

 

ტყუილი #5:

 

სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია ბინები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვს ოჯახთან და მხოლოდ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

 

ალბათ ყველა უნდა ვიცნობდეთ ჩვენს „გმირებს“, რომლებმაც ეს ზღაპრები შეთხზეს და რომლებმაც ახალი ჟურნალისტური სტანდარტი დადეს.

 

P.S. „მთავარი არხის“ არც ერთი ჟურნალისტი არ დამკავშირებია კომენტარის გასაკეთებლად - აქ მოყვანილ ბოდვებთან დაკავშირებით, რაც ასევე „ახალი სიტყვაა“ ჟურნალისტიკის ისტორიაში“, - წერს ლაშა ხუციშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner