logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ახლა ჯერი მოსახლეობაზეა
- +

23 ივლისი. 2021. 17:40

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კოვიდპანდემიის მართვას და ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

 

„მსურს გამოვეხმაურო კოვიდპანდემიის მართვას და ვაქცინაციის პროცესს და კიდევ ერთხელ,  მსურს მოსახლეობას მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ.

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და მთლიანად მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა დონეზე. ახლა ჯერი არის მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე და ჩვენ ერთიანი პასუხისმგებლობით უნდა შევძლოთ ამ ბრძოლაში მინიმალური დანაკარგებით გამარჯვება. ამისთვის, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ, ვინაიდან ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner