logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის განცხადებები, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ცესკოს დისკრედიტაციას ემსახურება
- +

13 სექტემბერი. 2021. 18:35

 

 

 

„ოპოზიციამ ხმაური ატეხა, როგორ გაბედეთ და ბელორუსული ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების დამკვირვებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირეთო. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაციას თავისი წესები და პროცედურები აქვს. ცესკოს უფლება არ აქვს ორგანიზაციას რეგისტრაციაზე უარი უთხრას თუ ის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ბელორუსული ცესკო კი კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა, ისევე როგორც 2012 წელს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

როგორც ჩიხელიძე აცხადებს,  ცესკო კოლეგიალური ორგანოა, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით ხდება:

 

„დიახ, აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში 2012 წლის არჩევნებს აკვირდებოდა („ბელორუსიის რესპუბლიკის არჩევნებისა და რესპუბლიკური რეფერენდუმების ჩატარების ცენტრალური კომისია” (რეგ. განკარგულება 224 30.08.2012)). ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ მაშინ ცესკოს დამოუკიდებლობა მოჩვენებითი იყო და რეალურად მიშას ჯიბის ორგანიზაციას წარმოადგენდა, სწორედ მათ დაარეგისტრირეს აღნიშნული ორგანიზაცია. ოპოზიციის განცხადებები, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ცესკოს დისკრედიტაციას ემსახურება. იგივე ორგანიზაცია არჩევნებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მრავალ ქვეყანაში ახორციელებს.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცესკო არის კოლეგიალური ორგანო, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით ხდება. ცესკოს კომისიის წევრებიდან 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, რომელთაც „ბელორუსიის რესპუბლიკის არჩევნებისა და რესპუბლიკური რეფერენდუმების ჩატარების ცენტრალური კომისიის” რეგისტრაციას მხარი დაუჭირეს (მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა). აღნიშნულიდან კარგად ჩანს მათი მიკერძოებული და ყალბი პროტესტი, რომლის მიზანიც პროცესის დისკრედიტაცია და 3 ოქტომბრისთვის მზადებაა“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner