logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მიშას დროინდელ საპატიმროებში მყოფ პატიმრებს სიკვდილი ენატრებოდათ
- +

25 ნოემბერი. 2021. 13:49

 

 

„მსურს სააკაშვილის ახალ მიმართვას გამოვეხმაურო, მიმართვაში სტანდარტული ზღაპრების შემდეგ საინტერესო ინიციატივა გააჟღერა, სამოქალაქო სექტორს მოუწოდა, რომ მის გათავისუფლებაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს. ბატონო მიხეილ გპირდებით ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ კანონის წინაშე, სრული სიმკაცრით აგოთ პასუხი და სრულად მოიხადოთ სასჯელი!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, რომლის თანახმად სააკაშვილი მხარდამჭერებს 29 ნოემბერს შეკრებისკენ მოუწოდებს.

 

მისი თქმით, სახელმწიფოს მიმართ სააკაშვილის პრეტენზიები მიუღებელია.

 

„სააკაშვილის მიმართვა, საზოგადოების დაცინვაა. ის წამებულის და მსხვერპლის მანტიის მორგებას ცდილობს, რაც შეუძლებელია, რადგან საზოგადოება გაიზარდა, მისი მოტყუება მარტივი არ არის. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ამბობს, რომ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. სააკაშვილი ისეთივე რიგითი პატიმარია, როგორც დანარჩენი 9 000 ადამიანი, არც მათზე ნაკლები არც მათზე მეტი. სახელმწიფო ვალდებულია, ყველა პატიმრის მიმართ იდენტური მიდგომა ჰქონდეს. სააკაშვილი პრივილეგირებული ვერ და არ იქნება.

 

სახელმწიფო მის ჯანმრთელობაზე ისევე ზრუნავს, როგორც სხვა პატიმრებზე, შესაბამისად სახელმწიფოს მიმართ სააკაშვილის პრეტენზიებს ვერ მივიღებ. არ მინდა წარსულის გახსენება, მაგრამ რეალობის შესაგრძნობად აუცილებელი გვახსოვდეს წარსული, წარსული როდესაც მიშას დროინდელ საპატიმროებში მყოფ პატიმრებს სიკვდილი ენატრებოდათ, მათი დიდი ნაწილი ციხიდან დაავადებული, ნაწამები და დაინვალიდებული გამოვიდა. აი, ასე ექცეოდა სააკაშვილი პატიმრებს, რომელთა წამებაც ზოგიერთ მინისტრს გართობის საშუალებად მიაჩნდა. გვახსოვდეს წარსული, რომელიც სააკაშვილმა უდანაშაულო ადამიანების სისხლით დაწერა!“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner