logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძემ ბელგრადში „საქართველოს დღის“ ღონისძიება გახსნა
- +

27 ნოემბერი. 2021. 16:44

 

 

ბელგრადის ეთნოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში  „საქართველოს დღის“ ღონისძიება გაიმართა, რომელიც  სერბეთის ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და ინფორმაციის მინისტრთან, მაია გოიკოვიჩთან ერთად საქართველოს პარლამენტის  კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ  მისასალმებელი სიტყვით გახსნა.  ფესტივალზე  ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი  სერბეთის პირველი ლედის, თამარა ვუჩიჩის მიწვევით   იმყოფებოდნენ.

 

ღონისძიებაზე საქართველო  წარდგენილი იყო უძველესი კულტურული ისტორიით, თანამედროვე ხელოვანების სხვადასხვა მიმართულებით, ასევ,  გაიმართა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ქართული სამოსის ჩვენება.

 

„მსგავს ფესტივალებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. საშუალება გვეძლევა,  წარმოვაჩინოთ ჩვენი უძველესი და უმდიდრესი კულტურა, ფასეულობები და ტრადიციები ფართო საზოგადოების წინაშე. აღსანიშნავია, რომ  კულტურის პოლიტიკის სწორი მართვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობების გამყარებაში, რაც  სამომავლოდ აისახება საქართველოსა და სერბეთის მჭიდრო თანამშრომლობაში“,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner