logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ფრთხილად უნდა ვიყოთ - ალბათ მალე გამოჩნდება გრიპის ვირუსი და შეიძლება იყოს ისეთი კომბინაციები, რასაც ჩვენ „ტვინდემიას“ ვეძახით
- +

1 დეკემბერი. 2021. 13:58

 

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიტუაცია არ უარესდება, მაგრამ რადიკალურად არც უმჯობესდება.

 

„ერთადერთი პოზიტივი არის, რადგან ტესტირების მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში არის მაღალი, დადებითობის პროცენტი მერყეობს 8-9% შორის და ზემოთ არ მიდის. ასევე რეპროდუქციის ინდექსი ჯერჯერობით რჩება ერთის ქვემოთ, თუმცა საყურადღებოა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით ოდნავ მატებაა. ვართ მაღალ ციფრებზე, რაც საყურადღებოა და ზამთრის რესპირატორული ვირუსების პერიოდში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან მალე ალბათ გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და შეიძლება იყოს ისეთი კომბინაციები, რასაც ჩვენ „ტვინდემიას“ ვეძახით“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner