logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლეიენი: ევროკავშირის ქვეყნებმა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ უნდა იმსჯელონ
- +

2 დეკემბერი. 2021. 10:59

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით,  იქნება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო, გადაწყვეტილება ქვეყნებმა ინდივიდუალურად უნდა მიღონ, თუმცა მწუხარებას გამოხატავს, რომ დიდი რაოდენობით ვაქცინის დოზები გამოუყენებელი რჩება.

 

„2-3 წლის წინ ვერ ვიფიქრებდი იმაზე, რაც ახლა ხდება, გვაქვს საშინელი პანდემია, ასევე - გვაქვს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინები, რომლებსაც არ იყენებენ ყველგან. ევროპის მოსახლეობის მესამედი აუცრელია, ეს არის 150 მილიონი ადამიანი, რაც ძალიან ბევრია“, - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ამას სჭირდება განხილვა, საერთო მიდგომა.

 

„მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იმსჯელონ“, - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner