logo_geo
eng_logo
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტები მიმდინარე კვლევებს გაეცნენ
- +

2 დეკემბერი. 2021. 12:07

 

 

ევროკავშირის Erasmus + პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტების ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“ (Ag-Lab) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის დეპარტამენტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები სამუშაო პროცესს გაეცნენ. სტუდენტებმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და აკრედიტებული მეთოდების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს.

 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ.

 

ლაბორატორიაში, პერსონალისა და სტუდენტების უსაფრთხოებისათვის, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი ტარდება; პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვა სრულად ხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner