logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

20 იანვარი. 2022. 11:01

 

 

საქართველოში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 043 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 306 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 896, „პისიარ“ ტესტით – 19 410.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 16,58 %, ბოლო 14 დღის – 10,9 %, ბოლო შვიდი დღის – 11,73%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 021 943 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 946 255 გამოჯანმრთელდა, 14 582 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 2 635 602 აცრა, დღიურად აცრილია 2 656.

 

კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 443 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 746პირი.

 

გუშინ, 19 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 8 728 შემთხვევა გამოვლინდა, 8 545 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner