logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

23 იანვარი. 2022. 10:52

 

 

საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 051 445 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 962 035 გამოჯანმრთელდა, 14 701 კი, გარდაიცვალა.

 

გუშინ, 22 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 199 პაციენტი, 42 კი გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner