logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ღარიბაშვილის ჩართულობით საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ფაქტი არის უნიკალური მოვლენა
- +

26 იანვარი. 2022. 12:59

 

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და პატრიარქის ერთობლივი ძალისხმევით იორდანიაში მდინარე იორდანეს მახლობლად საქართველოს 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა, რაც სიხარულს და აღტაცებას იწვევს, იორდანია საკუთარი მდიდარი წარსულით გამოირჩევა, რომელიც ტურისტებისთვის საკმაოდ საინტერესო და წარმტაც ქვეყანას წარმოადგენს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

ჩიხელიძის თქმით, პრემიერის წინდახედულმა ნაბიჯმა ქართველებს იორდანიაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.

 

„იორდანია ქართველებისთვის, როგორც მართლმადიდებელი ერისთვის, განსაკუთრებულ მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენს, რადგან სწორედ იორდანიაში, მდინარე იორდანეში მოხდა მაცხოვრის ნათლობა. წმინდა მიწაზე, ქართული სასულიერო პირები ოდითგანვე მოღვაწეობდნენ, გამონაკლისს არც იორდანია წარმოადგენდა, სადაც ქართველმა სასულიერო პირებმა მოღვაწეობა ჯერ კიდევ შორეულ მე-11 საუკუნეში დაიწყეს. დაახლოებით 1065 წლისათვის შიჰანის ქართული მონასტერი უკვე მოქმედებდა, რომელშიც გაბრიელ ტფილელი მოღვაწეობს. სამწუხაროდ მე-13 საუკუნის შემდეგ იორდანიაში ქართველთა კვალი იკარგება, მე-17 საუკუნიდან კი, ქართველების საკუთრებაში არსებული მიწების შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება.

 

8 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც იორდანიაში ქართული მძლავრი საგანმანათლებლო/სამეცნიერო და რელიგიური კერა აღარ არსებობს, 8 საუკუნე, რომელმაც იორდანიაში თითქმის სრულად წაშალა ქართველთა კვალი, კვალი რომელიც ერთ დროს იორდანიას მკვეთრად აჩნდა. პრემიერის წინდახედულმა ნაბიჯმა, ქართველებს იორდანიაში დაბრუნების შესაძლებლობა მოგვცა, რაც პირველ რიგში ჩვენი ისტორიის უკეთ შეცნობაში დაგვეხმარება, რადგან იორდანიაში ქართველთა მოღვაწეობა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, ქართული კულტურის სახლის მშენებლობა, სამეცნიერო სამუშაოების შესაძლებლობას მოგვცემს რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.

 

ღარიბაშვილის ჩართულობით საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ფაქტი არის უნიკალური მოვლენა, რადგან, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვერ გავიხსენებთ, საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის შეძენის ფაქტს, მსგავსი ფაქტი უბრალოდ არ არსებობს. აღნიშნული არის პრეცედენტი, რომელიც მეტ დაფასებას და ადეკვატურ აღქმას მოითხოვს!“ - ამბობს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner